Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ეს ხატი არის ჩემი მშობლების ხატი... - პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას ოჯახზე ემოციური ისტორია გაიხსენა
ambebi.ge
26 June 2016, 15:20
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს ყოველთა წმინდათა დღე მიულოცა. პატრიარქმა საკვირაო ქადაგებისას იმ ხატის ისტორია გაიხსენა, რომელიც მის მშობლებს ეკუთვნოდა.

"დღეს არის ყოველთა წმინდათა დღესასწაული. ეს არის ზეიმი ცათა და ქვეყანისა. ყველა ზეიმობს როგორც სასუფეველში, ისე დედამიწაზე, ამიტომ ყოველი ჩვენგანი უნდა შეევედროს ყოველთა წმინდათა, რათა მშვიდობა იყოს. თქვენს წინაშე დასვენებულია საქართველოს დიდების ხატი. ეს ხატი არის ჩემი მშობლების ხატი. მე დაბადებულიც არ ვიყავი, როდესაც ეს ხატი ჩემს ოჯახში იყო და ყოველ დილა-საღამოს ჩემი მშობლები და ოჯახის წევრები ლოცულობდნენ ამ ხატის წინაშე. Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. რამდენი წმინდანიც არის ხატზე, იმდენ მუხლს მოიყრიდა მამაჩემი და შეევედრებოდა მშვიდობას და სიკეთეს.

ეს ხატი განსაკუთრებულია იმითაც, რომ მე მყავს გარდაცვლილი უფროსი ძმა თეიმურაზი. როცა ის ავად იყო და იწვა ლოგინში, დამიძახა მე და მეუბნება, ირაკლი, შეხედე ვინ მოვიდა ჩვენთანო. ვინ მეთქი და წმინდა ნინოო. წმინდა ნინო გამოეცხადა მას გარდაცვალების წინ. ძმა გამომეცხადა მე და ვკითხე, ლოცულობ ჩემთვის მეთქი და მითხრა, ვლოცულობო. მაჩვენა ამ ხატზე და თქვა, რომ ეს ხალხი, ეს ეზო, ყველა ლოცულობსო", - აღნიშნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

საკვირაო ქადაგების დასრულების შემდეგ მან გრიგოლიებისა და სუთიაშვილის გვარები და ასევე ის აბიტურიენტები დალოცა, რომლებიც წელს უმაღლეს სასწავლებლებში აბარებენ.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი